Yerevan, 20.April.2024,
00
:
00
ՄԵՆՅՈՒ
Unibank is now a regular partner of “Pan-Armenian intellectual movement” IDBank issued another tranche of dollar bonds Green Iphone on the best credit terms at green operator's stores UCOM Provided technical assistance to Shengavit administrative district AMD 9,808,684 to the "City of Smile" Charitable Foundation. The next beneficiary of "The Power of One Dram" is known Unibank offers a “Special” business loan with an interest rate of 8.5% per annum IDBank implements the next issue of nominal coupon bonds Flyone Armenia will start operating regular direct flights Yerevan-Moscow-Yerevan New movie channels in Ucom and good news for unity tariff subscribers Ucom offers discounts on a number of devices on the occasion of love holidays


6 წლის სილამაზის დედოფლის მკვლელობა – საქმე, რომლის გახსნას 20 წელიც ვერ ეყო

1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა: 6 წლის ჯონბენეტ რემსი მკვდარი იპოვეს თავისივე სახლის სარდაფში. ტრაგედია შობის ღამეს მოხდა და უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა, რომლებსაც ძიება დღემდე ვერ პასუხობს. ყველაზე საოცარი ამ ამბავში მშობლების ქმედებები იყო, რომლებიც მთავარ ეჭვმიტანილებად მოიაზრებოდნენ... თუმცა მივყვეთ მოვლენებს.

1990 წელს დაბადებული ჯონბენეტი უამრავი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. დედ-მამა აქტიურად უკეთებდა გოგონას პოპულარიზაციას, აღებინებდნენ მონაწილეობას კონკურსებში, შოუებში და არც ისე ცოტა ფულს შოულობდნენ ამით. თუმცა რემსების ოჯახი ისედაც შეძლებულ ოჯახად მიიჩნეოდა.
1996 წელს რემსები პატარა ქალაქ ბოულდერში ცხოვრობდნენ. მამას კომპიუტერული ფირმა ჰქონდა და პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუციით იყო დაკავებული, დედა, "მის ამერიკას" ყოფილი მონაწილე, ბავშვებს უვლიდა – ჯონბენეტსა და მის უფროს ძმას ბერკს.
შობის ღამეს, 25 დეკემბერს ოჯახობა შობის აღსანიშნავად მეგობრებთან გაეშირა. იმხიარულეს, სანტა-კლაუსთან გაერთნენ და ღამით სახლისკენ დაიძრნენ.

mshoblebi


მშობლების ნაამბობის თანახმად, გზაში დაღლილ ჯონბენეტს დაეძინა. მამამ ხელში აყვანილი შეიყვანა თავის საძინებელში და დააწვინა. უკანასკნელად სწორედ მაშინ, ღამის 10 საათზე იხილეს შვილი ცოცხალი მშობლები. რა მოხდა შემდეგ, არავინ იცის...
26 დეკემბერს დილით პატრისია რემსიმ პოლიციაში დარეკა. სახლში იპოვეს ბარათი 118 ათასი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით, რომელსაც თითქოსდა

 

გატაცებული ბავშვის დასაბრუნებლად ითხოვდნენ. თუმცა მალე რემსიმ და მისმა მეგობრებმა, რომლებიც სახლის ყველა კუნჭულს ათვალიერებდნენ. სარდაფში იპოვეს ჯონბენეტის ცხედარი. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას თავის ქალის ტრავმა ჰქონდა, დამხრჩვალი იყო და სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის კვალიც ეტყობოდა. ქვედა საცვალზე აღმოჩენილი იყო სისხლის კვალი, რომელიც უცნობ პირს, როგორც მერე გაირკვა, მამაკაცს ეკუთვნოდა.
ეს მკვლელობა ერთ-ერთ გახმაურებულ დანაშაულად იქცა. ძიება თავიდანვე ჩიხში შევიდა და კიდევ უფრო ურევდა საქმეს მშობლების უჩვეულო ქმედებები.
ძირითადად ორ ვერსიაზე მუშაობდნენ:
სახლში ბოროტმოქმედი შეიჭრა;
მკვლელობაში ბავშვის მშობლები იყვნენ ჩარეული.

mshoblebi


როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ მათზე იყო ეჭვი, მაშინვე დაიქირავეს საუკეთესო ადვოკატები. მათი რჩევით, ჯონმა და პატრისიამ სასტიკი უარი თქვეს წერილობით ჩვენებაზე, რომლითაც ძიებას სპეციალისტი ფსიქოლოგების დასკვნის მიღება სურდა. არსებობს მეთოდიკა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, წერილობით ჩვენებაზე სიცრუეა თუ სიმართლე. მშობლები არც დაკითხვებზე დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ არაოფიციალურ საუბრებში უკვე გაანდეს სრული ინფორმაცია ძიებას.
რატომ მიიტანეს ეჭვი მშობლებზე? ბევრი უცნაურობა უკავშირდებოდა მათ ქცევას. მაგალითაც, მათი თქმით, ძილის წინ გოგონა მოამზადეს დასაძინებლად, თმაც გაუხსნეს. თუმცა ნაპოვნ ცხედარს სადღესასწაულო კაბა ეცვა, მაღლა აწეული ვარცხნილობით იყო და დაფნის გვირგვინის ფოთლებიც კი ეყარა თმაში, რომელიც ზეიმზე დაადგეს თავზე. გამოდის, რომ იცრუეს? ან თუ თავად დააწვინეს დასაძინებლად, რატომ არ მოხსნეს თავიდან თუნდაც ეს ფოთლები.
გაკვეთის დროს გოგონას კუჭში გადაუმუშავებელი ანანასის ნარჩენები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ მას მკვლელობამდე დაახლოებით 4 საათით ადრე უჭამია. მშობლები კი ამტკიცებდნენ, რომ ბოლოს ზეიმზე მიირთვა დაახლოებით საღამოს რვა საათზე. მაშ საიდან გაჩნდა ანანასი მის კუჭში. ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა... ეს ხილი მოგვიანებით გამომძიებელმა სახლში, მაცივარშიც იპოვა.
იმ ღამით არ იყო დაკეტილი სახლის კარი და ფანჯრები. რატომ არ დაკეტეს? იქნებ მოგვიანებით გახსნეს, როცა ტრაგედია მოხდა, რომ ძიება დაებნიათ? ხოლო შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე პატრისიამ და ჯონმა თავიანთი სახლის გასაღები რამდენიმე მეგობარს, ნათესავს და მოახლეს დაურიგეს, თითქოს იმისთვის, რომ მომავალი შვებულების დროს სახლისთვის მიეხედათ. ესეც უჩვეულო ფაქტია...
როცა პატრისია ხელნაწერის ექსპერტიზისთვის წერდა კარნახით ტექსტს, განგებ შეცვალა ხელწერა. რატომ გააკეთა ეს? პასუხი არ არის.
ძიება ფიქრობდა, რომ მამას, რომელიც ანტიდეპრსანტებს იღებდა, შესაძლოა, სიბრაზის შემოტევის დროს შემოაკვდა ბავშვი და შემდეგ მოიფიქრეს მთელი ეს სცენები. სექსუალური ძალადობა მამის მხრიდან გამოირიცხა, რადგან მისი დნმ არ აღმოჩნდა ბავშვის საცვალზე. თუმცა მაინც იყო ვიღაცის დნმ, რომლის მფლობელი დღემდე ვერ დადგინდა. 

ერთხელ კიდევ ჰქონდათ გამომძიებლებს საქმის გახსნის მცდელობა. ბავშვის მკვლელობის შემდეგ ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. წლების შემდეგ კი გადაწყვიტეს, უკან, ატლანტაში დაბრუნებულიყვნენ. ბავშვის დედა ამბობდა, რომ ძალიან მოენატრა თავისი პატარა. დამატებითი სამხილების მოსაძიებლად, სამართალდამცველებმა ოპერაცია ჩაატარეს – ივარაუდებოდა, რომ მშობლები ბავშვის საფლავს მოინახულებდნენ და ერთმანეთში რამეს იტყოდნენ მკვლელობაზე. ყალბი საფლავის ქვა დადგეს, რომელიც ზუსტად იმეორებდა ნამდვილს და მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟეს. საფლავზე თვალთვალი დააწესეს. თუმცა რაოდენ დიდი იყო პოლიციელების გაოცება, როცა მშობლებს... ერთხელაც არ უფიქრიათ საფლავზე მისვლა. დადიოდნენ მაღაზიებში, აწყობდნენ სახლს, აგვარებდნენ მიმდინარე საქმეებს, საფლავზე გასვლა კი არც უფიქრიათ.
მოგვიანებით მშობლებმა წიგნიც გამოუშვეს პატარა ჯონბენეტზე და მკვლელობის ამბები გაიხსენეს, ის, რასაც ძიებას უამბობდნენ. თუმცა საქმის კვლევა დღემდე ჩიხშია შესული.

mshoblebi


შარშან სექტემბერში მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიხსენა გახმაურებული მკვლელობა, როცა ჯონბენეტის ძმა ალაპარაკდა. მისი ვერსიით, ჯონბენეტი რომელიმე კონკურსზე ვიღაც პედოფილმა შენიშნა და მის მსხვერპლად იქცა. ბერკი მშობლებს ადანაშაულებდა იმაში, რომ საწყალ ბავშვს გამუდმებით დაატარებდნენ კონკურსიდან კონკურსზე და მათ სახლშიც სულ სტუმრიანობა და ხმაური იყო... 
რაც არ უნდა იყოს, ეს საქმე დღესაც გამოსაძიებელია და კვლავ არავინ იცის, მაინც ვინ მოკლა პატარა მშვენიერი გოგონა.

Up to 10% cashback from GetTransfer with IDBank cardsAmio Visa Signature Business card. When the opportunities are unlimitedUp to 1% cashback when shopping on Wildberries with IDBank cards Ucom continues network modernization in regions of Armenia Co-founders of Galaxy Group of Companies Co-Hosts Business Breakfast to Strengthen Armenian-French Business TiesLeasing agreement and a number of advantages. Amio is in the Leasing Expo with a special offerInternational transfers from card to card with IDBank VISA cardsIdplus Bonuses in Idram&IDBank ApplicationUcom has released a new package offer Ucom continues network modernization in regions of Armenia Idram and IDBank participated in the signing ceremony of the Declaration of Women's Empowerment Principles General Director of Ucom participated in Doing Digital Forum 2024 AraratBank: General Partner of Face-to-Face Regional Forum4.017.648 Drams to My Forest Armenia: April Beneficiary of The Power of One Dram is 4090 FoundationUcom continues to support green energy expansion in Armenia Spring brought so much profit. It is a profitable promotion at Amio Bank Director General of Ucom took part in a recruiting conference Ameriabank named the Best Bank in Armenia for 2024 by Global Finance magazine AraratBank places its 27th issue of dollar bonds Ucom launches network modernization efforts in few regions of Armenia Ucom Launches Network Modernization Efforts in Regions of Armenia 5 000 dram bonus from IDBank for pension card holders World Bank Armenia has organized discussion on facilitating women’s wider engagement in sectors that have been traditionally male dominated in the countryIDBank as a Participant in the Conference of My Forest Armenia NGOIDBank issues the 1st tranche of dollar bonds of 2024In 2023, the SME Loan Portfolio of Ameriabank Reported More Than 30% Growth Amio digital cards with unlimited opportunities and 5% cashback Mining plays an important role in providing materials for energy transition and green economy: Roman Khudoli International Client’s Day at IDBank Termination of service of MIR cards. IDBank Three Sad Stories about Fraudsters Ucom showed high and stable growth in fixed and mobile communications in 2023 The number of Team mobile subscribers is over 1 millionOn the occasion of International Women's Day ZCMC employees were awarded 3,780,052 Drams to the City of Smile Fund: The Power of One Dram Will Go to My forest Armenia in March Global Finance Recognizes Ameriabank's Leadership in Sustainable Finance in Armenia How AMIO succeeded in gathering its team, partners and customers around a common goal What to Give on The Occasion of Women's Day? Idram and IDBank Half Price for Everyone and up to AMD 15.000 Welcome Bonus for New Customers. IDBank Ucom congratulates everyone with spring holidays with a special offer Doing Digital Forum Returns Featuring Brett King as Keynote Speaker We celebrate the successes of AMIO BANK and Ingo Armenia in 2023 ZCMC declares, that the Russian company GeoProMining LLC has never been and is not currently a shareholder of the Company, nor does it have any stake in the Company's ownership structureA Millionaire Wanted: New Draw from IdramUcom's fixed network is now available at Ashtarak Visa & Unibank Unique opportunities to Olympic Games fans thanks to Visa in ArmeniaThe renovated Ucom sales and service center opened at Komitas 30Privileged conditions with the Business Prime package Interview with Chairman of BOGG PLC Mel CarvillGet 5% cashback on your AMIO digital card!