ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მსახიობი ირაკლი
გრძელიშვილი პოპულარულ ამერიკულ სერიალში "გრეის ანატომიაში" ითამაშებს.
ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მსახიობს სერიალის მე-15 სეზონში ვიხილავთ.
"გრეის ანატომია" კომპანია ABC-ს ყველაზე წარმატებული და რეიტინგული სერიალია.
ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 წელია გადის და პოპულარობას დღემდე არ კარგავს.